ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასი კონცერტი იწყება. ის მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება. ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია შეასრულებს. ღონისძიება პროექტის " Check-in Georgia" -ს ფარგლებში იმართება.