ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ზაფხულის შემდეგ, (1 აგვისტოს მონაცემები) დოლარის კურსი 9 თეთრით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.4798 ლარია, კომერციულ ბანკებში კი დოლარის შესყიდვა 2.52.
შედარებით დაბალი მაჩვენებელია ვალიუტის გადამცვლელ ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2.48 თეთრია.
რაც შეეხება ევროს ღირებულებას, ბანკებში 1 ევრო 3.0100 ლარი ღირს, ჯიხურებში 3 თეთრით ნაკლები. ერთი ევროს ღირებულება, ბოლო სამი თვეში 11 თეთრით გაიზარდა.