საკეისრო კვეთის მზარდი სტატისტიკა

10 ოქტომბერი 2017, 00:00 5975 ნახვა

საკეისრო კვეთის გაზრდილი სტატისტიკა აჭარაში. ყოველდღიურად რეგიონში ათობით მშობიარეს უკეთდება ოპერაცია. ხან სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, ხანაც ექიმის შეთავაზებით, თუმცა უმეტესად პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად. საკეისრო კვეთის სიხშირის მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გაზრდილი – ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც საუბრობენ.

მათი რეკომენდაციით ქირურგიული ოპერაცია მხოლოდ მკაცრი ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მან ბავშვებსა, თუ დედებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. საგანგაშო რეალობაზე საუბრობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი