შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2657 ნახვა

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიცია, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად, განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან აიცილონ საკრებულოს შენობაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა.

,,პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისა და პროვოკაციებისგან და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი