თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილითან დაკავშირებულ კომპანიებზე ტერიტორიების გადაცემას მხარი დაუჭრა

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1841 ნახვა

ფოტო: on.ge   

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საკრებულოს სხდომა დასრულდა, სადაც საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებზე მიწების გადაცემის საკითხს. პარალელურად, ს​აკრებულოს გარეთ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობდა, ისინი ცდილობდნენ საკრებულოს სხდომაზე შესვლას, თუმცა დილიდან თბილისის საკანონმდებლო ორგანოსთან იდგნენ პოლიციელები, რომლებმაც არ შეუშვეს აქციის მონაწილეები, დეპუტატები და მერობის კანდიდატები სხდომაზე. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, დაკავებულია 10 მდე აქციის მონაწილე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

საკრებულოს სხდომის დახურვის გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო, რის გამოც ოპოზიციური პარტიის წევრებმა ის უკანონო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს. 

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციცია ითხოვდა ​დღის წესრიგიდან იმ საკითხების ამოღებას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა და რის გამოც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ოპოზიციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

"თქვენ არ გქონდათ უფლება პოლიციის კორიდორი დაგეყენებინათ საკრებულოსთან და არ შემოგეშვათ ადამიანები, პარლამენტის დეპუტატები. მაინტერესებს ვისი ბრძანებით იყო მთელი დღის განმავლობაში საკრებულოსთან სუსის თანამშრომლები.  მაინტერესებს, რომელი მუხლის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება და დახურეთ საკრებულოს სხდომა, ვითხოვთ მიიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება, შემოუშვათ დაინტერესებული პირები სხდომაზე" - განაცხადა ხათუნა სამნიძემ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკრებულოს დახურვის გადაწყვეტილება წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის შემდეგ მიიღო."ოპოზიციის პარტიის წევრები აპირებდნენ სხდომის ჩაშლას და ამის საფუძველზე დაიხურა საკრებულოს სხდომა" - განაცხადა ალიბეგაშვილმა

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში