კოხის მოსახლეობა მიწის დაბრუნებას ითხოვს

18 ივნისი 2016, 00:00 3210 ნახვა

საპროტესტო აქცია სოფელ კოხში - 200-მდე ოჯახი კერძო ინვესტორისგან დანაპირების შესრულებას და სოფელში არსებული ყოფილი შემფუთავი საწარმოს ამუშავებას ითხოვს. აღნიშნული ობიექტი თავისდროზე მოსახლეობის თხოვნით აშენდა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, 2010 წელს კი უპირობო აუქციონით ინვესტორზე გასხვისდა. ადგილოლბრივების თქმით, ინვესტორი მათ თხილის მიმღები პუნქტის გახსნას გარეგანათების დამონტაჟებას და სოფელში წყლის მიყვანას დაპირდა. ამჟამად საწარმო არ ფუნქციონირებს. მოსახლეობას ობიექტის გამოსყიდვის სურვილი აქვს და აცხადებენ რომ საწარმოს აამოქმედებენ და სამუშაო ადგილებს შექმნიან. აქციაზე იმყოფებოდა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის განცხადებითაც ხელისუფლებას მხოლოდ შუამავლის ფუნქციის შესრულება შეუძლია. მოსახლეობის ინფორმაციით, მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება. 

ამავე კატეგორიაში