ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297`410 ათასი ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადა ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. დაინტერესებულ კომპანიებს დოკუმენტაციის მოსამზადებლად 10 დღე აქვთ, რადგან სატენდერო წინადადებების განხილვა 14 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება.
ესტაკადა ბათუმის პორტთან, ზუსტად იმ ადგილზე უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა. ის ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. წლების განმავლობაში, პორტიდან გამომავალი მატარებელი ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობას ზღუდავდა.
ესტაკადის მშენებლობისთვის სამინისტრო გამარჯვებულ კომპანიას 320 დღეს აძლევს