აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ლევან დავითაძე დაინიშნა

03 ოქტომბერი 2017, 00:00 6342 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. რამაზ ბოლქვაძემ უწყების თანამშრომლებს ახალი კადრი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა. მოადგილის პოზიციაზე ლევან დავითაძე იმუშავებს.ის სამინისტროში ქონების მართვის მიმართულებას ჩაიბარებს. ლევან დავითაძე 2017 წლიდან დღემდე, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღში ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე თვეა ვაკანტურია.

ასევე ვაკანტურია აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილეების პოზიციები. სულიკო თებიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერია. მან თანამდებობა 13 სექტემბერს ოფიციალურად დატოვა. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, მირიან ქათამაძე კი „ქართული ოცნების“  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადგინეს.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი