აჭარაში მომსახურების ხარისხს ონლაინ იკვლევენ

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2910 ნახვა

მომსახურების ხარისხი, ხარვეზები და პრობლემები - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს.

კვლევით რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტებს, ტურისტული სააგენტოებს, ტურისტულ მარშრუტებს, ახალ ტურისტულ პროდუქტებს, გიდებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეაფასებენ.

გამოკითხვები ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე მიმდინარეობს. უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumi გან​თავსებულია სპეციალური კითხვარი, სადაც პირველ დეკემბრამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსიროს. კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კვლევის შედეგები ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო პროექტების დაგეგმვაში დაეხმარება.

წლების განმავლობაში უცხოელი და ქართველი ტურისტები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სწორედ მომსახურების ხარისხს ასახელებდნენ.

 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი