“საზოგადოება წამების წინააღმდეგ”- სახალხო დამცველმა დღეს ახალი კამპანია დაიწყო. უჩა ნანუაშვილის თქმით, სამართალდამცავი სისტემების წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, მათი უფლებების შელახვის და წამების აღმოფხრისთვის, ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ საქართველომ ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის დაიმკვიდროს ადგილი.