"ქართული ოცნების" დროშებით სკოლის დაწყების აღნიშვნისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა

02 ოქტომბერი 2017, 00:00 3994 ნახვა

​სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე დარჩიძე 1000 ლარით დაჯარიმდა. გადაწვეტილება მოსამართლე  დავით გელაშვილმა დღეს მიიღო. პედაგოგს, რომელმაც15 სექტემბერს, პირველკლასელებთან ერთად, მმართველი გუნდის საარჩევნო დროშებით გადაიღო ფოტო და სოციალურ ქსელში ატვირთა, თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად 7 დღიანი ვადა მიეცა.  

სხეფის სკოლის პედაგოგის მარინე დარჩიძის წინააღმდეგ სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეიტანა, ორგანიზაცია სარჩელი შუახევის #82 ოლქში შეიტანა. ორგანიზაცია პედაგოგს აკრძალულ ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციას ედავებოდა. 

დღეს სასამართლო პროცესს ორგანიზაციის წევრები არ ესწრებოდნენ. მარინა დარჩიძე კი კომენტარს არ აკეთებს.

პედაგოგის გარდა საქართველოს განათლების სამინისტრომ გაფრთხილება სხეფის საჯარო სკოლასაც გამოუცხადა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი