კახაბრის მოსახლეობის მოთხოვნა

17 ივნისი 2016, 00:00 3650 ნახვა

კახაბრის მოსახლეობა სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო ჭების  მოწესრიგებას ითხოვს. ფრიდონ ხალვაშის მე-4 ჩიხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წვიმის დროს ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია, გზაზე დაგროვებული წყალი კი  ეზოებს ტბორავს. მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.  მოსახლეობის პრეტენზიებს მერის რწმუნებული გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, სარეაბლიტაციო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი