ბოტანიკურ ბაღთან 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა

29 სექტემბერი 2017, 00:00 2987 ნახვა

   11 ხმა ხუთის წინააღმდეგ - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოტანიკურ ბაღთან არსებული საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია 1300 კვადრატული მეტრი და 6500 კვადრატული მეტრი პლაჟი, აჭარის მთავრობას გადაეცემა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

როგორც ცნობილია აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“  აღნიშნულ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის წესით,   ხოლო სანაპირო ზოლის ნაწილს კი 49 წლიანი იჯარით გადასცემს.

ტერიტორიის გასხვისებას ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. მათი განცხადებით, მოქალაქეებისთვის ბოტანიკურ ბაღთან არსებული პლაჟი ჩაიკეტება. უმრავლესობის წევრები განმარტებით კი სანაპირო ზოლის ჩაკეტვა არ იგეგმება. პირიქით, განხორციელდება საბაგიროს რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი