გაფრთხილება! მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარი.
საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება უკვე დაიწყო, რომელიც დღის ბოლოს უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი. მაღალმთიან ზონაში ზოგან პირველი თოვლი მოვა, ზღვაზე იქნება 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.