„იმოქმედე

27 სექტემბერი 2017, 00:00 4435 ნახვა

"იმოქმედე" - ამ სლოგანით, იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე ტრენინგებს აგრძელებს. კამპანიის მიზანი, მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ მათი გააქტიურებაა.

ტრენინგის მონაწილეები ასევე სიახლეებს გაეცნობიან. კონკრეტულად კი მათი უფლებების დასაცავად რას ითვალისწინებს კანონმდებლობა და  ძალადობის მსხვერპლ პირებს რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო.

დაინტერესებული პირები ტრენინგს ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად მომზადებული პროგრამით გადიან. ამ წუთებში ღონისძიება ბათუმის იუსტიციის სახლში იმართება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი