იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია

16 ივნისი 2016, 00:00 5106 ნახვა

იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი 11 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტებს ტოქსიკოლოგიურ ცენტრში შესაბამისი მკურნალობა უკვე  ჩაუტარდათ. მშობლები ვარაუდობენ, რომ მოწამვლის  მიზეზი  ხაჭაპური იყო.  ექიმის თქმით კი  ინტოქსიკაციის სიმპტომები იმ პაციენტებსაც აღენიშნებოდათ, რომელთაც  აღნიშნული საკვები არ მიუღიათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში