''ქართული ოცნების'' საარჩევნო პლაკატი ეკლესიაზე

26 სექტემბერი 2017, 00:00 9112 ნახვა

''ქართული ოცნების'' ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მირიან ქათამაძის საარჩევნო პლაკატი ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში სამლოცველოს შენობაზეა გაკრული.

ფოტო: გიორგი წეროძე.  ჩაქვი სოფელი ჩაისუბანი

ფოტო: გიორგი წეროძე.  ჩაქვი სოფელი ჩაისუბანი    ''ქართული ოცნების'' საარჩევნო პლაკატი ეკლესიაზე

საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია  საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე,  სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ექსტერიერსა და ინტერიერზე. აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.  

 კანონმდებლობის თანახმად, სააგიტაციო მასალის აკრძალულ ადგილზე გაკვრის ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობამ უნდა მოიკვლიოს და  სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს. მსგავს შემთხვევაში არც პარტია და არც საარჩევნო სუბიექტი არ ჯარიმდება. ჯარიმა კონკრეტულად იმ პირს ეკისრება ვინც პლაკატი აკრძალულ ზონაში განათავსა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი