სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს რიგები არ არის

26 სექტემბერი 2017, 00:00 5155 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამ დროისთვის რიგები არ არის. მოქალაქეები საზღვარზე  შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. მათი განცხადებით, პრობლემები არც თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის დროს შექმნიათ. 
როგორც მსუბუქი ავტომობილები, ასვე ტრაილერები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან.

სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, თურქმა მებაჟეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი  ანდრია ქაჩიბაია  სარფის საბაჟოზე შექმნილი ვითარების გადაღებას ცდილობდნენ.  კერძოდ, მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ. აცხადებდნენ, რომ ისინი საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებდნენ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი