27 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან, ასევე კასპიის ზღვიდან ციკლონთან არსებული, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელებას დაიწყებს. რის გამოც, ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
28 სექტემბერს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექის დროს კი ქარის შკვალური გაძლიერება.
სინოპტიკოსები ზღვაზე 5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.