ხიდაშელმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

16 ივნისი 2016, 00:00 3343 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინა ხიდაშელი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.

ამავე კატეგორიაში