ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი  

25 სექტემბერი 2017, 00:00 2140 ნახვა

ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციით დაიწყო, რომელზეც  უცხოელმა და ქართველი მეცნიერებმა მტაცებელი ფრინველების პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექვსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე.

აჭარას გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია, რის გამოც რეგიონს ორინტოლოგები, ეკოტურისტები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ფესტივალი 30 სექტემბრამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში