სოფელ ქობულეთში ცენტრალურ გზაზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეფერხებულია

24 სექტემბერი 2017, 00:00 4358 ნახვა

სოფელ ქობულეთში ერთდროულად ათამდე მეწყრული კერა გააქტიურდა, ცენტრალურ გზაზე ჩამოშლილია მიწა, მოგლეჯილია ხეები. მოვარდნილმა ღვარცოფმა ცალკეულ უბნებში განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა შექმნა. ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე შეფერხებულია მოძრაობა დაბალი გამავლობის ავტომანქანებისთვის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძე ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები მდგომარეობას სწავლობენ. შტაბს ჯერ არ აქვს ინფორმაცია ემუქრებათ თუ არა მოსახლეობას საფრთხე.

ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ჯგუფები გზებს ასუფთავებენ.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი