შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება დაიწყო, ცივი და ნოტიო ჰაერის მასებთან დაკავშირებულმა ციკლონმა.
ღამისა და დილის საათებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
ზღვაზე ამჟამად ღელვა 3 ბალია, ხოლო ღამის საათებში ღელვის სიმაღლე 5 ბალამდე გაიზრდება.