გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას“

22 სექტემბერი 2017, 00:00 2814 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა. „ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ხალხმა  ორი რამ დაინახა. მთავრობა სერიოზულად ეკიდება დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას; ისინი დარწმუნდნენ, რომ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას“ - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე ისაუბრა. „ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული. ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“- განაცხადა პრემიერმა.

წელს  გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი აღინიშნება აღინიშნება. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა. „ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი