თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარეობა გადაიბარა

21 სექტემბერი 2017, 00:00 3613 ნახვა

თეა წულუკიანმა ნიუ-იორკში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარეობა გადაიბარა. იუსტიციის მინისტრმა  კომიტეტის წევრებს ის ხედვა და მიზნები გააცნო, რომლებითაც საქართველო მომავალი ერთი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს საქართველოში    კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ  მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლის მარტივი მექანიზმი „OGP“-ის ფორმატში უმნიშვნელოვანესია, რათა  პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები განხორციელდეს. „დღეს საქართველოს აქვს გამოწვევები − ეს არის ოკუპაცია, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და რეფორმებს და მზად ვართ ჩვენი რეფორმების ექსპორტისთვის. მაგალითად, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა და ბედნიერები ვიქნებით, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება. ასევე, ბედნიერები ვიქნებით, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებები“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი