ევროპარლამენტარებთან შეხვედრამდე ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული ქვეყნის ძირითადი კანონის ალტერნატიული ვარიანტი გიორგი მარგველაშვილმა მესამე სექტორს გააცნო.
ოპოზიციასთან ერთად შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიასა და უმრავლესობას დღეს გადაეგზავნა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის შეთავაზებას მმართველი პოლიტიკური გუნდი გამოეხმაურება.