მშენებარე ობიექტზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი დამსაქმებლისგან ოფიციალურ პასუხს ითხოვენ, შეინარჩუნებენ თუ არა სამსახურს. გათავისუფლების შემთხვევაში კი კომპენსაციით უზრუნველყოფას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელიც.