ტროპიკული შტორმი მარია, რომელიც ამჟამად კარიბის ზღვიდან, სამხრეთ-დასავლეთით 35 კილომეტრშია, ინტენსიურად იკრებს ძალას.სტიქია უპირველესად, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას გადაუვლის. ქარიშხალს თან მოჰყვება ძლიერი ქარი, შტორმი და კოკისპირული წვიმა. კარიბის ზღვის რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია საგანგებო ზომები.
სტიქიური პროცესების განვითარებისთვის, ასევე ემზადება პუერტო რიკო. ქარიშხალი სანაპიროს საღამოს საათებში მიაღწევს მიაღწევს. შესაძლო შედეგებისთვის ემზადება ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლებაც, სადაც ჯერ კიდევ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და წინა ქარიშხლების ,,ჰარვის“ და ,,ირმას“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ქარიშხალი იმავე მიმართულებით მოძრაობს, როგორც ტროპიკული შტორმი ,,ირმა“ , რომელმაც ამ მომენტისთვის დაკარგა ძალა და საშიშროებას აღარ წარმოაგენს.
„მარიას“ შემდეგ ტროპიკული შტორმი „ლი“ ყალიბდება, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება.
წყარო - www.weather.com -storms, hurricane news.
ვიდეო - ნაჩვენებია ,,მარია“-ს მიახლოება კარიბის ზღვის კუნძულებზე. www.informationvine.com - Quebec NEWS.