თანამშრომლობის მემორანდუმი

16 სექტემბერი 2017, 00:00 2323 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და აჭარის საარქივო სამმართველოს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რაც იმას, ნიშნავს, რომ ამიერიდან ერთობლივი პროექტები დაიგეგმება. მკვლევარებს წვდომა ექნებათ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტებთან ასევე პარალელურად შეძლებენ მასალები მოიძიონ აჭარის არქივშიც.

თანამშრომლობა დაიწყება დიგიტალიზაციის მიმართულებითაც. ასევე დაიგეგმება ერთობლივი საერთაშორისო პროექტებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელმა განაცხადა, სამინისტროს არქივში დაცულია ბევრი მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც ბათუმში მეოცე საუკუნის მოვლენებს ასახავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი