ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. პორშეს მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა.შემთხვევის შედეგად პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებებიდან დილით გაწერეს. გამოძიება 276 -ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოავარია მოხდა ასევე ხელვაჩაურში, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            