გაიყიდა თუ არა ჯილეხით ინფიცირებული ძროხის ხორცი? -გამგეობაში ინფორმაცია არ აქვთ

07 სექტემბერი 2017, 00:00 2975 ნახვა

ადგილზე, სადაც დაავადებული პირუტყვის ხორცი დაყარეს დღეს ძროხები ბალახობენ. მებოცვრეობის კომპლექსის ყოფილი შენობის ტერიტორიაა შემოსაზღვრული არ არის. ადგილზე არც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული. 

ჩვენი გადამღები ჯგუფი იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც ინფიცირებული ცხოველი დაკლეს. არც აღნიშნული მონაკვეთია შემოსაზღვრული. სადგომში ამ დრომდე რჩება მეორე პირუტყვი, რომელიც კონტროლზეა აყვანილი. არის თუ არა ინფიცირებული მსხვილფეხა საქონელი, ჯერ ცნობილი არ არის. 

ხელვაჩაურში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებით გარდაიცვალა ერთი მოქალაქე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სოფელ ახალსოფელში კარანტინი გამოაცხადა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 19-20 აგვისტოს ახალსოფლის მცხოვრებმა დაკლა ნათესავის დაავადებული საქონელი, რომელსაც ქოშინი და ჯილეხისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები ჰქონდა.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი