წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებლობას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იღებს. ამბობს, რომ ძეგლს იერსახე მისი ინიციატივით შეუცვალეს. მაშინ ეკლესიის წინამძღვარი, ე.წ. ციანიდის საქმეში, დამნაშავედ ცნობილი დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო.
უნებართვო რეკონსტრუქციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აჭარის სააგენტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა. ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საქმე სამართალდამცავებს გადაეცა. სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. მღვდელთმთავრის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება არ ჩანს. ვნახოთ რა იყო ეკლესიამდე ამ ტერიტორიაზე და როგორ გამოიყურებოდა ეკლესია იერსახის შეცვლამდე. ძველი და ახალი კადრები ისტორიიდან.