მედეა ჩარკვიანი თოჯინების თეატრს აღარ უხელმძღვანელებს

06 სექტემბერი 2017, 00:00 3362 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის დირექტორს მედეა ჩარკვიანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა კი განათლების მინისტრს მისი კანდიდატურა არ წარუდგინა.  მედეა ჩარკვიანს სავარაუდოდ ექსპერიმენტული თეატრის აღმასრულებელი მენეჯერი თემურ მახარაძე ჩაანაცვლებს. გიორგი ჩხაიძე აცხადებს, რომ კანდიდატურა განათლების მინისტრს უკვე წარუდგინა. თემურ მახარაძე ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის  გუნდის წევრია, გიორგი ჩხეიძე მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. 

კითხვაზე: რატომ არ დატოვა აღნიშნულ პოზიციაზე მედეა ჩარკვიანი? თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თემურ მახარაძე უფრო ძლიერი დირექტორი იქნება.  
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს  ბრძანებაზე  ხელი ჯერ არ მოუწერია. ინგა შამილიშვილი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი