ხულოში, ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით, გზის გაჭრის სამუშაოები დაიწყება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სოფელ მეკელიძეებიდან იუწყება, ორი ერთეული მძიმე ტექნიკა სოფლიდან უკვე გავიდა. სპეციალისტების განცხადებით, ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ფორმით ჩაერთვებიან.