შავი ზღვის კომპლექსური კვლევა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2382 ნახვა

შავი ზღვის კომპლექსური კვლევა დასრულდა. სამეცნიერო კვლევითი  გემი ,,მარე ნიგრუმი’’ ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. ექსპედიციაში ქართველი, უკრაინელი და ევროკავშირის სხვადასხა ქვეყნის სპეციალისტია ჩართული. კვლევის მიზანი ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი ნარჩენების კვლევების განხორციელება.  

სპეციალისტების თქმით, სინჯების აღება 28 აგვისტოდან დაიწყო და  გუშინ დასრულდა. მათივე განცხადებით, სამი ათასზე მეტი სინჯი აიღეს და პირველადი მდგომარეობით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა გამოიკვეთა  რიგი პრობლემები. აღებული სინჯები შავი ზღვის , ევროკავშირისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებში დამუშავდება. სინჯების პასუხები კი წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. სამეცნიერო გემმა ბათუმის ნავსადგური გუშინვე დატოვა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი