ახალი რეკორდი ქართული სნაიპინგის ისტორიაში

04 სექტემბერი 2017, 00:00 17133 ნახვა

კაპრალმა ნიკოლოზ ხ-მ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოჭინააღმდეგე 1300 მეტრზე 338 კალიბრიანი შავაგე-თი გაანადგურა. წინა რეკორდი საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს ირაკლი ქურასბედიანს ეკუთვნის, მან გასულ წელს მოწინააღმდეგე 300 ცალ შაკო-თი 1200 მეტრზე გაანადგურა.

კაპრალი ნიკოლოზ ხ. 2008-2013 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2015 წლიდან კი უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში სამთავრობო ძალებთან ერთად ე.წ. "დნრ"-ის წინააღმდეგ იბრძვის. ამ დრომდე ქართული სნაიპინგის ისტორიაში, მსგავს დისტანციაზე მეწყვილის მიერ დადასტურებული გასროლა ოფიციალურად არასდროს არ ყოფილა ცნობილი

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი