სტუმრები  მეგობარი   ქალაქებიდან  

02 სექტემბერი 2017, 00:00 2196 ნახვა

“ბათუმობა 2017”-ში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს 8 მეგობარი ქალაქის 25 წარმომადგენელი სტუმრობს. დღესასწაულის ოფიციალური გახსნის ცერემონია უკვე შედგა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის და პოლონეთის ქალაქ ნისას შორის, დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ ლისისა და ბათუმის მერებმა მოაწერეს. ნისა ბათუმისთვის 26-ე დამეგობრებული ქალაქია. მემორანდუმი მიზნად ისახავს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და გძელვადიანი ეფექტური, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას. 

ქალაქის სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში გადაინაცვლეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში