ვენეციის კომისიის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. ჯანი ბუკიკიო ამბობს, რომ 6 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გააგრძელონ მოლაპარაკებები და ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის.