დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. სასულიერო პირის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველა მნიშვნელოვან თემაზე დეტალურად ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ციანიდის ჩადების საკითხზე გამახვილდა. სასულიერო პირის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, იმის მტკიცება, რომ თითქოს აღნიშნული ნივთიერება დეკანოზის დაკავებიდან 9 საათის შემდეგ ბარგში იპოვეს, ლოგიკური არ არის.
„მოსამართლეს მოვახსენეთ როგორი დარღვევებია საქმეში. შეფასებული იყო ყველა ჩვენება, ყველა მტკიცებულება. ამით მამა გიორგისადმი წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა არ დასტურდება. პირდაპირ ვამბობ, აღნიშნული ციანიდი დეკანოზსს ჩაუდეს. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, თუ იქნებოდა იქ ამდაგვარი ნივთიერება მათ არ აღმოეჩინათ. ეს აღმოჩნდა იმის შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი და მიიღეს მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. შესაბამისად, ამიტომაც აღმოაჩინეს მერე და არა იქ და იმ დროს, სადაც უნდა აღმოეჩინა უსაფრთხოების სამსახურს. ბრალდება არის უსაფუძვლო. იმედია მაქვს მოსამართლე ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მართლმსაჯულებისთვის ეს კატასტროფა იქნება. ასეთ ქვეყანაში მოქალაქეები დაცულები ვერ ვიქნებით“ - განაცხადა მიხილ რამიშვილმა.
დღესვე დასკვით სიტყვას დეკანოზი გიორგი მამალაძეც იტყვის.