თეატრების ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები ცნობილია

31 აგვისტო 2017, 00:00 2973 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა, ასევე ხულოს პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს თანამშრომლებს ხვალ წარუდგენენ. წარდგენისთანავე, ავტომატურად, უფლებამოსილება შეუჩერდებათ თეატრების მოქმედ დირექტორებს. ახალი დირექტორების დანიშნვის უფლებამოსილება კი სამხატვრო ხელმძღვანელებს აქვთ.

თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში,  მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი ახალმა ჩაანაცვლა. პოზიციაზე კონკურსის წესით გიორგი ჩხაიძე დაინიშნა, რომელმაც 4 წლის წინ ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი დააარსა. ბათუმის თოჯინების თეატრში 11 წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ზურაბ ცინცაძე მუშაობდა, რომელსაც მიაჩნია, რომ თეატრს სიახლე სჭირდება და სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა თოჯინების თეატრის სპეციფიკა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მუშაობის პროცესში, აჭარის განათლების მინისტრი ცვლილებებს გამორიცხავს. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კი ექსპერიმენტებს გეგმავს და ამ იდეას მაყურებლის მოზიდვის მიზნით ხსნის. კონკურსი ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრშიც ჩატარდა და სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ როინ სურმანიძე დარჩა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში