ბათუმობა - 2017

31 აგვისტო 2017, 00:00 4643 ნახვა

ქალაქში ბათუმობის სამზადისია. სახალხო დღესასწაულამდე ერთი დღე რჩება.  2-3 სექტემბერს ღონისძიების ეპიცენტრი მემედ აბაშიძის გამზირი იქნება. ღონისძიება ოფიციალურად 11 საათზე გაიხსნება, ქალაქის პირველი პირები იუნკერების მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

მემედ აბაშიძის გამზირზე კი სასულე ორკესტრის თანხლებით, მსვლელობა მოეწყობა. შესაძლებელი იქნება  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვის, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენისა, თანამედროვე სტრით არტის და საბავშვო გასართობი კუთხეების ნახვა. ბათუმობა 3 სექტემბერს ევროპის მოედანზე, ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტით დაიხურება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი