28 176 აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსით

27 აგვისტო 2017, 00:00 2245 ნახვა

28  176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სტატისტიკის მიხედვით, შედეგები წინა წლებთან შედარებით, მცირედით გაუმჯობესებულია.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტი 1009 აპლიკანტმა მოიპოვა. 70%-ინი გრანტი 1457, ხოლო 50%-იანი გრანტი 4081-მა..სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო სპეციალობაზე წელს 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა 363-მა აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად მოხვდა. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში