24 აგვისტო- საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვისტო 2017, 00:00 2238 ნახვა

1995 წლიდან დღემდე არაერთი ცვლილება შევიდა ქვეყნის ძირითად კანონში, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 2010 წლის რეფორმა, რა დროსაც პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა, პრემიერ-მინისტრის კი გაიზარდა. კონსტიტუციაში 50-ზე მერი ცვლილება შევა კიდევ ერთხელ სავარაუდოდ შემოდგომაზე, პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა პაკეტი, იცვლება საარჩევნო სისტემა, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილება, რასაც მესამე სექტორსა და ოპოზიციაში აკრიტიკებენ.

კონსტიტუციის დღე საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. დღის ბოლოს თბილისში კონსტიტუციასთან დაკავშირებული ისტორიული საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო, ახალგაზრდა მუსიკალურმა ჯგუფებმა სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულეს. კონსტიტუციის დღის აღსანიშნავად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა ვიდეოაპლიკაცია "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად", რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  საშუალება  ჰქონდა წაეკითხა ფრაზები ,,საქართველოს კონსტიტუციიდან“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 1500-მდე ადამიანმა.

ამავე კატეგორიაში