საქართველოს კონსტიტუცია 22 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება უნდა გამართულიყო, თუმცა ბორჯომის ხეობაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო გაუქმდა და შემცირებული ფორმატით აღინიშნება. კონსტიტუციის დღე საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.
“ძალა ერთობაშია,” “კონსტიტუცია გვაერთიანებს” – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას. მისივე განცხადებით კონსტიტუციის მთავარი არსი დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მიერ, დაქირავებულ სახელმწიფოსთან ერთად, კონსტიტუციის საწყისი სიტყვების – “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი” – ლოგიკური განხორციელებაა.