სამეურვეო საბჭოს არჩევნები

10 ივნისი 2016, 00:00 4032 ნახვა

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა. არჩევნები ყოველ 3 წელიწადში ტარდება, საბჭოს წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. მისი ფუნქციები ზოგადი განათლების შესახებ კანონით არის გაწერილი, რომლის მიხედვითაც საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა საჯარო სკოლებში, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში