შეხვედრა ამომრჩეველთა სიის ფორმირებაზე

10 ივნისი 2016, 00:00 3661 ნახვა

ცესკო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა მონაცემებს 15 ივლისს მიიღებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შესაბამისი სამსახურები, საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს, წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ.

ამავე კატეგორიაში