ე.წ. გერმანულ მოდელს დღეს აღარ განიხილავენ

10 ივნისი 2016, 00:00 2184 ნახვა

საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით პარლამენტში დღეს განხილვა არ გაიმართება. დავით ბერძენიშვილმა სესიის დაწყებისას განაცხადა, რომ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებიან, ამიტომ ისინი საკითხს დღის წესრიგიდან ხსნიან. გერმანულ მოდელს მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი. ისინი ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად.

ამავე კატეგორიაში