თეირანი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა

15 აგვისტო 2017, 00:00 1800 ნახვა

თეირანი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ისლამური რესპუბლიკის მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ირანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვაშინგტონი მკაცრად  გააფრთხილა.

ჰასან რუჰანის კომენტარი თეირანის მიერ სარაკეტო გამოცდებთან დაკავშირებით ვაშინგტონის ზეწოლას მოჰყვა. რუჰანის შეფასებით, ტრამპმა აჩვენა, რომ არასანდო მოკავშირეა არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი