ერთობა ''ახალი საქართველო''

15 აგვისტო 2017, 00:00 2029 ნახვა

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ერთობა "ახალი საქართველო" - დღეს ჩამოყალიბდა. 15-მა სუბიექტმა, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა, გაერთიანების შესახებ განაცხადეს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს  გაწევრიანება შესთავაზეს.

ახალი ერთობის წევრებმა ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდეს და პრაიმერის გზით ოპოზიციური მერობისა და საკრებულოს დეპუტატების ერთიანი კანდიდატის წარდგენა შესთავაზეს. პრეზენტაციაზე "ახალმა საქართველომ" განცხადებაც გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში