ქობულეთში თხილი გაიაფდა. ფერმერები ამბობენ, რომ ფასი საშუალოდ 3,5 ლარი იყო, უკვე ორი დღეა კი 2 ლარსა და 50 თეთრამდე დაეცა. ამასთან შემცირებულია თხილის მოსავლიანობაც.
მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ფასის დაცემა მოსავლის ხარისხმა განაპირობა, რადგან როგორც აღნიშნეს, თხილის 90 პროცენტი გაფუჭებულია.